2018 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ტურიზმიდან 1.36 მილიარდი ლარი შემოვიდა

საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა. 2018 წლის პირველ ექვს თვეში ქვეყანაში ტურიზმიდან 1.36 მლრდ ლარი შემოვიდა. ყველაზე მეტი შემოსავალი ივნისში დაფიქსირდა და $325 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 22%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ივნისის თვეში, გასულ წელთან შედარებით, 21%-ით გაზრდილია საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობაც.

მიმდინარე წლის ივნისში ქვეყანაში 400 ათასამდე ტურისტი შემოვიდა, მაშინ, როცა 2017 წლის ივნისში 331 ათასი ტურისტი ეწვია ქვეყანას.

Comments

comments