რუსთავის გზის მშენებლობა 2019 წელს დასრულდება

რუსთავის გზის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება, – ამის შესახებ “მუნიციპალური განვითარების ფონდის” აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, პროექტის ორი ეტაპი უკვე დასრულებულია და ამჟამად მესამე ეტაპზე მიდის მუშაობა.

მისივე განცხადებით, ფონდი აქტიურად განიხილავს იმ მოსახლეობის საკითხს, რომლებიც თვლიან, რომ გზის მშენებლობის გამო პრობლემა შეექმნათ. მათთან შხვედრები ინდივიდუალურად ხორციელდება.

“მე გუშინაც შევხვდი მათ, ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ეს ხალხი საკმაოდ მოწყვლადი ჯგუფია ჩვენი მოსახლეობის და ამ ხალხის პრობლემის დაკავშირება ამ გზასთან პრაქტიკულად შეუძლებელია, გზა დამოუკიდებელი ერთეულია და ამ ხალხის პრობლემა დამოუკიდებლად არსებობს. ანუ, გზა გაივლის თუ არა, ამ ხალხს ეს პრობლემები მაინც ექნება. შესაბამისად, ჩვენი სამინისტროს კომპეტენციას ეს პრობლემატიკა სცდება და სხვა სამთავრობო უწყებებთან ერთად ვცდილობთ ვიპოვოთ გამოსავალი. თითეულ ადამიენების ჯგუფს ინდივიდუალურად ვხვდებით და დღესაც ვაპირებთ იქ ჩასვლას”, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

Comments

comments