Georgian Airways –ი მგზავრთნაკადით ბაზრის ლიდერი გახდა

ბოლო წლებში პირველად, ქართულმა ავიაკომპანიამ უცხოურ ავიაკომპანიაზე მეტი მგზავრი გადაიყვანა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 6 თვის განმავლობაში Georgian Airways –ი 247 485 მგზავრს მოემსახურა, რაც ბაზრის 12% შეადგენს.

რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

1. ავიაკომპანია “Georgian Airways” – 247 485 მგზავრი (12%);
2. ავიაკომპანია “Turkish Airlines” – 246 021 მგზავრი (12%);
3. ავიაკომპანია “Wizz Air” – 223 364 მგზავრი (11%);
4. ავიაკომპანია “Fly Dubai” – 110 757 მგზავრი (5%);
5. ავიაკომპანია “Ukraine International Airlines” – 109 529 მგზავრი (5%).

Comments

comments