საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე უკიდურესად უარყოფითი რეაქცია გვექნება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოფიციალურ მოსკოვს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე უკიდურესად უარყოფითი რეაქცია ექნება.
“თუ ალიანსში გაწევრიანდებიან უკრაინა ან საქართველო, როგორი იქნება თქვენი რეაქცია”,-მიმართა შეკითხვით ჟურნალისტმა ვლადიმერ პუტინს, რაზეც რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა:

“სიტუაცია ნატო-სთან დაკავშირებით ასე ვითარდება, მე მშვენივრად ვიცი, როგორ მუშაობას გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები, რა თქმა უნდა, იქ გადაწყვეტილებები კონსენსუსის საფუძველზე მიიღება. თუმცა, ამ გადაწყვეტილებების მიღებამდე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ცალკეულ წევრებთან ორმხრივი მუშაობა მიმდინარეობს, როგორც ეს იყო პოლონეთისა და რუმინეთის შემთხვევაში, სადაც ახლა აშშ-ს ანტისარაკეტო თავდაცვის სტრატეგიული ელემენტები განათავსონ. ეს კი ჩვენი უსაფრთხოებსითვის პირდაპირი მუქარაა, ამიტომ ნატო-ს ინფრასტრუქტურის ჩვენს საზღვრებთან მოახლოება რუსეთისთვის განსაკუთრებულად საფრთხის შემცველია და ჩვენი რეაქცია ამ საკითხთან დაკაშირებით უკიდურესად უარყოფითი იქნება”,-განაცხადა პუტინმა.

Comments

comments