პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა წარადგინა. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა რამდენიემ წუთის წინ, სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

“ვიყავი აჭარაში და გავმართე კონსულტაციები.იმ დროისთვის ერტი კანდიდატურა იყო წარმოდგენილი – თორნიკე რიჟვაძე, “ქართული ოცნების” მიერ. შემდეგ კი ოპოზიცია ჩამოყალიბდა და წარმოადგინა ბატონი არმაზ ახვლედიანი. მიმაჩნია, რომ კონკურენტული პოლიტიკური გარემო წინაპირობაა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა. გავიაზრეთ რა ორივე კანდიდატურის პოზიცია, შემიძლია გითხრათ, რომ თორნიკე რიჟვაძის წარდგენას გააჩნია თავისი ლოგიკა და ავარჩიე მისი კანდიდატურა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

Comments

comments