ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით და გაზრდილი მგზავრთნაკადის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, საქართველოს რკინიგზა გადადის ახალ სამატარებლო განრიგზე გადადის, რაც ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისების დანიშვნას ითვალისწინებს.
19 ივლისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ყოველდღიურად შესრულდება ხუთი რეისი, რომელთაგან ერთ რეისს შეასრულებს GRS ტიპის (Stadler) რვავაგონიანი სამგზავრო შემადგენლობა, ხოლო დანარჩენ რეისებზე იმოძრავებენ როგორც GRS ტიპის ორსართულიანი სამგზავრო მატარებლები, ასევე – ერთი GRT ტიპის ელექტრომატარებელი.
მცირედი ცვლილებებია სხვა მიმართულებებზეც. მატარებლების სრული განრიგი განთავსებულია საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. დამატებით რეისებზე ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. ბილეთები შეძენა შესაძლებელია როგორც საქართველოს რკინიგზის სალაროებში, ასევე სწრაფი გადახდის აპარატების, რკინიგზის ვებ-გვერდისა და სმარტფონებისთვის სპეციალურად შექმნილი აპლიკაციის მეშვეობით (Georgian Railway Tickets).
ახალ განრიგზე გადასვლამ გამოიწვია მცირედი ცვლილება არსებულ განრიგში – GRS ტიპის (Stadler) ორსართულიანი მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით 07:30-ის ნაცვლად 08:15-ზე გადის.