საქართველოს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ორი ვიცე-პრემიერი იქნება. პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ვიცე-პრემიერებად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დაინიშნენ.
შესაბამის ბრძანებებს მთავრობის მეთაურმა ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა.