myvideo.ge-მ საზოგადოებრივი მაუწყებელი გათიშა

myvideo.ge-ზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირევლი და მეორე არხები გაითიშა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამით შეასრულეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება.

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობისას საზოგადოებრივი მაუწყებელი myvideo.ge-ზე მაუწყებლის არხების ტრანსლირების შეწყვეტას ითხოვდა. ამ მიზეზით კომპანია კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამაც გააფრთხილა.

მაუწყებლობა აღდგება მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი მაუწყებელი შეასრულებს ამავე გადაწყვეტილებით და მაუწყებლობის შესახებ კანონით დაკისრებულ ვალდებულებას – მოგვაწოდოს სიგნალი, არადისკრიმინაციული სხვა ტრანზიტორებისა და საკუთარი ინტერნეტმაუწყებლიობის იდენტური საეთერო ბადით, – ვკითხულობთ myvideo.ge-ზე საზოგადოებრივი მაუწყბელის არხების ჩართვის დროს.

myvideo.ge-სთან დავის დროს საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებდა, რომ ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ექსკლუზიურ უფლებას საკუთარ პლატფორმებზე (ტელევიზია, ვებგვერდი, მობილური აპლიკაცია) მხოლოდ ის ფლობდა.

Comments

comments