ექსპორტმა $1.6 მილიარდს მიაღწია, ზრდა 29%-ს შეადგენს

2018 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ექსპორტმა $1.6 მილიარდს მიაღწია, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29%-ით მეტია. საქსტატის ანგარიშის მიხედვით, ექსპორტთან ერთად გაზრდილია იმპორტის მაჩვენებელიც. წლის პირველ ნახევარში იმპორტი $4.4 მილიარდი დოლარი იყო, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 24%-ით აღემატება.

ექსპორტის ზრდა 2018 წლის განმავლობაში არსებული შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი იყო, თუმცა ექსპორტის არსებული დონე კვლავ ჩამოუვარდება 2013 წლის მაჩვენებელს.

გასული წლების მიხედვით, ექსპორტის დინამიკა ასეთი იყო:

2013 – $2.9 მილიარდი
2014 – $2.8 მილიარდი
2015 – $2.2 მილიარდი
2016 – $2.1 მილიარდი
2017 – $2.7 მილიარდი.
იმპორტი კი ასე იცვლებოდა:

2013 – $8 მილიარდი
2014 – $8.6 მილიარდი
2015 – $7.3 მილიარდი
2016 – $7.3 მილიარდი
2017 – $7.9 მილიარდი.
საქსტატს კონკრეტული დასახელების პროდუქტების მიხედვით ექსპორტ-იმპორტის დინამიკა ჯერ არ გამოუქვეყნებია. ასევე არ არის გამოქვეყნებული ინფორმაცია სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების შესახებ, მათ საქსტატი 19 ივლისს გამოაქვეყნებს.

Comments

comments