დიანა ტრაპაიძე ტელეკომპანია ”პირველის” საინფორმაცო სამსახურს უხელმძღვანელებს

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი დიანა ტრაპაიძე სექტემბრიდან ტელეკომპანია ”პირველის” საინფორმაცო სამსახურს უხელმძღვანელებს. ინფორმაციას “რეაქციის” წამყვანი, ინგა გრიგოლია ავრცელებს.

“სექტემბრიდან კიდევ ერთი ახალი ეტაპისთვის ემზადება ჩვენი ახალგაზრდა ტელევიზია და მთავარი ამბავი, რაც ამ ახალი ეტაპისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენთვის, ჩვენი გუნდისთვის, ჩვენი ახალ-ახალი შემართებებისთვის ასეთია – დღეიდან ტვ ”პირველის” საინფორმაციო სამსახურს უხელმძღვანელებს ადამიანი, რომლის ყველა რეპორტაჟი და გადაცემა ჟურნალისტიკის გაკვეთილია ხოლმე, ობიექტური, მაგარი, უჭკვიანესი დიანა ტრაპაიძე. მიხარიხარ და მეიმედები, დიანა. love you. რახანია მინდოდა დაწერა და გაოფიციალურებას ველოდი”, – წერს ინგა გრიგოლია.

Comments

comments