ზესტაფონში რამდენიმე ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახა

ზესტაფონში ავტოავარია მოხდა. დაახლოებით ათი მეტრის დაშორებით, ორ ადგილზე ერთმანეთს ტრაილერები შეეჯახა.

მომხდარის მიზეზი უცნობია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით სსკ-ის კოდექსით გამოძიება არ დაწყებულა და მძღოლები ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდნენ.

Comments

comments