ვიდეო►არ დავიღლები თქვენთან ბრძოლაში,სანამ მაქვს ის სული,რაც ღმერთმა მომცა–წულუკიანი კახიძეს

”როგორ აპირებთ გაგრძელებას მუშაობის, მაშინ როდესაც ყველა ძირითადი პარტნიორი უნდობლობას გიცხადებთ და როდესაც ამ ორგანიზაციებმა გამოგიცხადეს უნდობლობა, იმ ჩავარდნების გამო, რომელიც გქონდათ, რა არის სამოქმედო გეგმა”, – ევროპული საქართველოს წევრის ოთარ კახიძის შეკითხვას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უპასუხა.
“გრძელი ნუსხა ჩამოთვალეთ, თუ რა გავაფუჭე მე… ბატონ მამუკა ბახტაძეს საყვედურობდით, ნახეთ რა გააფუჭა ქალბატონმა წულუკიანმაო. ვის, ვისთან და თქვენთან, მგონი არ უნდა ავხსნა, მე რა განათლება მაქვს მიღებული. იმისთვის მაკრიტიკებთ, რომ ლადო ჭანტურია დღეს ევროპული სასამართლოს მოსამართლეა. ეს არის სირცხვილი. ბატონი ლადო ჭანტურია არცერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესის გამტარებელი არ არის, როგორც აქამდე იყო. სიამაყით მევსება გული, როდესაც მესმის ჩემი სკოლადამთავრებულების – ფრანგების, ბრიტანელების, გერმანელების მხრიდან მისი ქება-დიდება, რადგან ის ევროპული სტანდარტის მოსამართლეა. მოვანდომე ამას ორი წელი? დიახ, მოვანდომე, იმიტომ რომ მე თქვენთან ბრძოლაში არ დავიღლები, სანამ მაქვს ის სული, რაც ღმერთმა მომცა. მე არ დაგითმეთ თქვენ და თქვენს მიერ ანგაჟირებულ პირებს, რომლებიც მებრძოდნენ!”, – განაცხადა წულუკიანმა.
პარლამენტში კითხვა-პასუხის რეჟიმი ფრაქციებთან შეხვედრის შემდეგ დაიწყება.

Comments

comments