რაზე შეთანხმდნენ ,,ევროპული საქართველო” და ,,ნაცმოძრაობა”

„ევროპული საქართველო“ და „ნაცმოძრაობა” შეთანხმდნენ რომ მეორე ტურში გასულ ერთმანეთის საპრეზიდენტო კანდიდატს მხარს დაუჭერენ. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან”, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სამ ძირითად პუნქტზე შეთანხმდა.

„ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტ ჯოზეფ დოულთან ერთად, ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ 3 ძირითად პუნქტზე:

1. მხარს დავუჭერთ მეორე ტურში გასულ ერთმანეთის საპრეზიდენტო კანდიდატებს (რომელიც გავა);
2. კამპანიის დროს თავს შევიკავებთ ერთმანეთზე შეტევის და კრიტიკისგან;
3. არჩევნების პირველ და მეორე ტურებში მაქსიმალურად მოვახდენთ ამომრჩევლის მობილიზებას, რადგან არჩევნებია ხელისუფლების შეცვლის გზა“, – წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.

Comments

comments