მინისტრთა ნაწილის სავარაუდო კანდიდატები ცნობილია

არაოფიციალური ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მინისტრთა კაბინეტს დაემშვიდობება. როგორც საპარლამენტო კულუარებში საუბრობენ, განათლების უწყებას, რომლის ფარგლებშიც კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროც გაერთიანდა, ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილი ჩაიბარებს.

გარდა ამისა, ეკონომიკის მინისტრის პოსტს სავარაუდოდ, გიორგი ქობულია დაიკავებს, რომელიც რუსეთში, კერძო სექტორში საქმიანობს. ფინანსთა მინისტრის პორტფელი კი შესაძლოა, „საქართველოს ბანკის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ ჩაიბაროს.

მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ოფიციალურად მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი. ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან შემაჯამებელი კონსულტაციის გავლას ხვალ
გეგმავს.

Comments

comments