ნაგოაია ბაშოს მესამე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.
ლევან გორგაძე იაპონელ კომუსუბის შოჰოძანს შეხვდა და მეტოქე იოლად დაამარცხა. ქართველი სუმოისტის მომდევნო მეტოქე მე-3 მეგაშირა აბი იქნება, რომელსაც სულ ერთხელ შეხვდა და ისიც მოუგო.
რაც შეეხება თეიმურაზ ჯუღელს, იგივე გაგამარუს, ის ჯურიოს მე-11 ნომერ, მონღოლ მიტორიუს შეხვდა და ოშიდაშით დაამარცხა და ბალანსი 2:1 გაუხდა.