აბიტურიენტი, რომელმაც ტრანსპორტს ვერ მიუსწრო, გამოცდაზე პატრულმა მიიყვანა

სოციალური ქსელის მომხმარებელი ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრთან მომხდარის შესახებ წერს.

მისი ცნობით, ეროვნული გამოცდების გამო, გლდანში ერთ-ერთ სკოლასთან გზა გადაკეტილი იყო. ქუჩის ბოლოს გაჩერებულ საპატრულო ეკიპაჟთან ჩავლის დროს, გოგო დაინახა, რომელიც პოლიციელებისკენ მიდიოდა და ეუბნებოდა, რომ ჩააბარა. აღმოჩნდა, რომ მანამდე გამოცდაზე დაგვიანებას გოგო საპატრულო ეკიპაჟის წევრებმა გადაარჩინეს.

გოგომ პატრულის თანამშრომლებს მისი წარმატების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სთხოვა.

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები თბილისის მასშტაბით 9 საგამოცდო ცენტრში ტარდება. ხოლო ქვეყნის მასშტაბით სულ 22 ცენტრი ფუნქციონირებს.

აბიტურიენტები, მასწავლებლები, მასწავლებლობის მსურველები, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეები და მაგისტრობის მსურველები გამოცდებს 26 ივლისს დაასრულებენ.

Comments

comments