ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს შორის საქართველოს ავიაბაზარი ყველაზე მზარდია

ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭომ (ACI EUROPE), რომელიც ახდენს ევროპის აეროპორტების კოლექტიურ ინტერესების დაცვას და აეროპორტების მენეჯმენტსა და ოპერაციებში პროფესიულ ხელშეწყობას, მიმდინარე წლის მაისის მგზავრთნაკადის სტატისტიკის ანალიზს აქვეყნებს.
ორგანიზაციის მონაცემებით, არაევროკავშირის საავიაციო ბაზარზე დინამიურად იზრდება გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა და იგი საშუალოდ +8%-ს აღწევს (+12.5% პირველ კვარტალში).
27%-იანი ზრდით, საქართველოს ამ მხრივ მოწინავე პოზიციაზეა, მას მოსდევს ისლანდიის აეროპორტები +26.5%-ით, მონტენეგრო +22.2%-ით, უკრაინა +20.7%-ით, მაკედონია +16.1%-ით, ალბანეთი 14.1%-ით და ისრაელი +12.5%-ით.
ACI EUROPE-ის კვლევის თანახმად, მგზავრთნაკადის ზრდის შედარებით ზომიერი ტემპი აქვს რუსეთს (+8.6%) და თურქეთს (+7.5%). მაისის მონაცემების მიხედვით, გეოგრაფიული ევროპაში, გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის საშუალო ზრდა 6.1%-ს შეადგენს წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით და მცირედით ჩამორჩება კვარტალურ მონაცემს (+7.6%).
იმ აეროპორტების რეიტინგში, რომელიც წლის განმავლობაში 5 მლნ-ზე ნაკლებ მგზავრს ემსახურება, მგზავრთნაკადის 53.4%-იანი ზრდის მიხედვით მოხვდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიც. ამ მხრივ TOP-5-ში მესამე ადგილზეა ბათუმი ტორონტოსა (+1100%) და ფოჯას (+191.4%) აეროპორტების შემდეგ.

Comments

comments