გაზეთმა The Washingtonpost-მა ბოლო კვირის განმავლობაში მსოფლიოს ყველა წერტილში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ტემპერატურების სია შეადგინა, რომელშიც საქართველოს დედაქალაქი თბილისიც მოხვდა.
როგორც გაზეთი წერს, ევრაზიის მასშტაბით 4 ივლისს თბილისში დაფიქსირდა 40 გრადუს ცელსიუსი და ერევანში 2 ივლისს 42 გრადუსი.
ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ყველაზე მაღალი ტემპერატურა კანადის დედაქალაქ მონრეალში 2 ივლისს დაფიქსირდა , – 36,6 გრადუს ცელსიუსი.
ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი ტემპერატურა 28 ივნისს ქალაქ შანონში 32 გრადუს ცელსიუსი დააფიქსირეს, ხოლო ბოლო კვირის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მაღალი, 42,6 გრადუსი ომანის ქალაქ ქურაიატში დაფიქსირდა.