ვიდეო►ჭუბერში მთის ნაწილი ჩამოიშალა, ღვარცოფმა ხიდი წაიღო და სახლები დატბორა

მესტიის მუნიციპალიტეტში ჭუბერში მთის ნაწილი ჩამოიშალა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მოვარდნილმა წყალმა შიდა სასოფლო გზების დამაკავშირებელი ხიდი წაიღო, საცხოვრებელი სახლების ქვედა სართულები დატბორა, რის შედეგადაც საყოფაცხოვრებო ნივთები განადგურდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

Comments

comments