ვიდეო►კრივში გადაზრდილი საკალათბურთო მატჩი

კალათბურთში მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ავსტრალიისა და ფილიპინების ნაკრებები უპირისპირდებოდნენ, მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა.მოედანზე გაჩაღებულ ორთაბრძოლაში, რომელშიც ორივე გუნდის მოთამაშეები და პერსონალი აქტიურად ჩაერთო, მხარეებმა საბრძოლო ხელოვნების ილეთები მრავლად გამოიყენეს.

შეხლა-შემოხლა მესამე მეოთხედის ბოლოსკენ, მას შემდეგ დაიწყო, რაც ავსტრილიის ნაკრების ცენტრმა დენიელ კიკერტმა მეტოქე როჯერ პოგოის ჩაარტყა. სხვებთან ერთად ჩხუბში აქტიურად მონაწილეობდა მილუოკის ცენტრი ტონ მაკერიც, რომელიც ავსტრალიის ნაკრების ღირსებას იცავს.

ინციდენტის გამო მოედნიდან 13 მოთამაშე გააძევეს, თამაში კი სამმა ფილიპინელმა ხუთი ავსტრალიელის წინააღმდეგ გააგრძელა. მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ მოედანზე ერთი ფილიპინელი დარჩა და მატჩიც შეწყდა, როდესაც ანგარიში ავსტრალიის სასარგებლოდ 89:53 იყო.

თანამემამულე კალათბურთელების ჩხუბის ფაქტი უყურადღებოდ არც ცნობილ პროფესიონალ მოკრივეს მენი პაკიაოს დარჩენია.

Comments

comments