ვიდეო►აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესხაებ მან რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბრიფინგზე პატარაძემ აჭარაში განოხრციელებული პროექტები შეაჯამა და საქართველოს მთავრობას, ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, არის პროექტები, რომელიც დასასრულებელია და აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარე მას აუცილებლად განახორციელებს.

პატარაძის თქმით, ის “ქართული ოცნების” გუნდში რჩება.

„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა. გადაწყვეტილება მიღებულია გუნდურად, ვიყავი და ვრჩები „ქართული ოცნების“ წევრად, მადლობა მინდა ვუთხრა „ქართულ ოცნებას“, რომ მომცა საშუალება, მეზრუნა ჩვენი კუთხისთვის. მინდა, ყველაზე დიდი მადლობა გადავუხადო ხალხს, ჩემს აჭარას, ჩემს მაღალმთიანეთს“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ზურაბ პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ 2016 წლის 14 ივლისს აირჩიეს. პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში ყოფნის დროს, პატარაძეს დავალელები მისცა და პრემიერისგან მან შენიშვნაც მიიღო. მამუკა ბატაძემ მაშინ აღნიშნა, რომ არის საკითხები, რომლებიც უახლოეს პერიოდში მოითხოვს გამოსწორებას.

ზურაბ პატარაძის გადადგომის შემთხვევაში, მინისტრთა კაბინეტი ავტომატურად დათხოვნილად ითვლება.

მთავრობის თავჯდომარის არჩევის პროცედურები ასეთია – უფლებამოსილების შეჩერებიდან ორი კვირის ვადაში პრეზიდენმა აჭარის უმაღლეს საბჭოს უნდა წარუდგინოს კანდიდატი, რომელიც იმავე დღეს წარადგენს მინისტრობის კანდოდატებს. საბჭო 21 წევრისგან შედგება. იმისთვის რომ დამტკიცდეს აუცილებელია 11 დეპუტატის ხმა. უმაღლესი საბჭოში ქართულ ოცნებას უმრავლესობა, 14 მანდატი აქვს.

Comments

comments