როდესაც თქვენი ხელისუფლება ადამიანებს კლავდა, მაშინ აღშფოთებულიყავით

თავის დროზე, როცა ხელისუფლებაში იყავით, წესებს რომ არ იცავდით, იმიტო ხდებოდა იმდენი უბედურება, როდესაც თქვენი ხელისუფლება ადამიანებს კლავდა, მაშინ აღშფოთებულიყავით, – ასე მიმართ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელიამ, “ევროპული საქართველოს” წევრის ელენე ხოშტარიას, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, საგამოძიებო კომისიამ უნდა იმოქმედოს კანონის ფარგლებში.

„ქალბატონო ელენე, თქვენ, რომ არ მიგაჩნიათ ამაზე საუბარი რელევანტურად და არ გაინტერესებთ ეს პრობლემაა. აუცილებელია, რომ პარლამენტის წევრი ამ წესებს იცავდეს. თავის დროზე, როცა ხელისუფლებაში იყავით, წესებს რომ არ იცავდით, იმიტომ ხდებოდა იმდენი უბედურება. როდესაც თქვენი ხელისუფლება ადამიანებს თავად კლავდა, მაშინ აღშოფთებულიყავით. თავი შეიკავეთ ასეთი მენტორული და მორალისტური პოზიციებისგან და თითის ქნევისგან. თქვენ რაზეც დაგიფარებიათ ხელი, იმაზე არ გიგიათ ჯერ პასუხი. ამ საქმეზე ხელის დაფარების განწყობა ვინმეს რომ ჰქონოდა, კომისიას არავინ არ შეგაქმნევინებდათ და არავინ მოგცემდათ ამ მანდატს,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, დროებითი კომისიის მხრიდან რეკომენდაციის ამ ეტაპზე გაცემა პრინციპულად არასწორია.

„არ გამოვრიცხავ, რომ ეს პოზიცია მქონდეს, როცა ყველა პირის დაკითხვას მოვისმენ და ყველა მასალას გავაანალიზებ, მაგრამ ამ ეტაპზე რეკომენდაციის გაცემა პრინციპულად არასწორია. მთელი ლოგიკა სისხლის სამართლის პროცესის ის არის, რომ შეფასებებს აკეთებენ ბოლოს, როდესაც უსმენენ ყველა მოწმეს, ყველა პირს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც შეხება აქვს საქმესთან”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

„ევროპული საქართველოს” წევრმა, ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, რომ საქმეში და შედეგ კომისიაში სამდღიანი დაკითხვებით გამოჩნდა, რომ პროკურატურა არათუ არ ეძებს, არამედ არ ახდენს მტკიცებულებების ამოღებას. მისივე თქმით, დღეს კომისიას იმ პირობებში უწევს მუშაობა, როდესაც განადგურებულია მტკიცებულებები.

„საქმიდან იკვეთება, რომ ეს ადამიანი, მ.კ საზარელ მკვლელობაში იღებდა მონაწილეობას. როდესაც მივედით პროკურატურის პოზიციის მთავარ წერტილამდე, ვეძახით მას ადვოკატს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ არ გახდებით ეს ადვოკატები, მართლა არ ვკარგავ იმედს, რადგან გადის დრო, ეს ყველაფერი რჩება და ხალხი ამას აფასებს”, – მიმართა ელენე ხოშტარიამ უმრავლესობას.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს სერგი კაპანაძის მიერ ინიცირებულ რეკომენდაციებს განიხილავს. აღნიშნული ორი რეკომენდაციის მიხედვით, გასული წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის დაპირისპირებისას გ.მ.-ს დაჭრის საქმეზე ცალკე გამოძიება უნდა დაიწყოს და ასევე ამავე რეკომენდაციით, სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს კონფლიქტში მონაწილე კიდევ ერთი პირის, საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მ.კ.- სთან დაკავშირებით.

ამასთან, დღეს სერგი კაპანაძემ კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ მიმრთავს შსს-ს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან გ.მ-ს ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე და გაატაროს შესაბამისი ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირის იდენტიფიცირებისთვის.

Comments

comments