ლეიკემიით დაავადებულ 8 წლის ქართველ ბიჭუნას მესიმ საჩუქრები გაუგზავნა

ლეიკემიით დაავადებულ 8 წლის ქართველ ბიჭს, ბექა ფიფიას, რომელიც ისრაელში მკურნალობს, მესის ხელწერით მაისური აჩუქეს.

საავადმყოფოში მასთან, კლუბ “ბარსელონას” საქველმოქმედო ფონდის FUNDACIÓ FC BARCELONA-ს წარმომადგენლები მივიდნენ და ბექას სხვადასხვა სახის სუვენირების გარდა, “ბარსელონას” ფორმა აჩუქეს, რომელიც მესის ხელმოწერითაა.

ბექა ფიფია ზუსტად ორი თვეა რაც მკურნალობის კურსს ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში გადის.

Comments

comments