თბილისში კიდევ ერთი მსოფლიო დონის სასტუმრო შემოდგომაზე გაიხსნება

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო Golden tulip შემოდგომაზე გაიხსნება. ამის შესახებ პროექტის განმახორციელებელი საინვესტიო კომპანია „ბლოკ ინვესტის“ დირექტორმა თორნიკე ჯანაშვილმა განაცხადა. ეს იქნება დედაქალაქში Golden Tulip-ის ბრენდის პირველი სასტუმრო, რომელიც 11 სართულიანია და მასში 78 ნომერი განთავსდება.
„სასტუმრო შემოდგომაზე გაიხსნება. ჩვენ გათვლებით, სექტემბერ-ოქტომბერში“, – აცხადებს თორნიკე ჯანაშვილი.

მისივე ინფორმაციით, სასტუმროს ექნება ტერასა, რესტორანი, ტერასა ლაუნჯ-ბარი და საკონფერენციო დარბაზი.
რაც შეეხება პროექტის საინვესტიციო ღირებულებას, როგორც თორნიკე ჯანაშვილი აცხადებს, ის 12 მილიონი დოლარია.
აღსანიშნავია, რომ Golden Tulip-ის ბრენდის სასტუმრო უკვე გაიხსნა
ბორჯომში. სამომავლოდ კი იგეგმება, რომ კიდევ რამდენიმე სასტუმრო გაიხსნას – თბილისში, თელავსა და წყალტუბოში.
რაც შეეხება „ბლოკ ინვესტს“, საინვესტიციო კომპანია აქტიურად მოღვაწეობს უძრავი ქონების ბაზარზე.

ამ ეტაპზე კომპანია თბილისში ერთდროულად რამდენიმე სასტუმროს პროექტზე მუშაობს, მათ შორის Park Inn by Radisson თბილისში და თაუერები ყაზბეგის გამზირზე.

Comments

comments