“ქალბატონო თინა, დაასრულეთ ეს უსინდისო სპეკულაციები-ზაზა გაბუნიამ ბოკუჩავას სიცრუის ტირაჟირებაში დასდო ბრალი

საქართველოს პარლამენტში აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ და ამასთან, დეპუტატების კითხვებსაც პასუხობენ.

საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას სიტყვით გამოსვლა, რომლის შემდეგაც უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ მას სიცრუის ტირაჟირებაში დასდო ბრალი.

„ქალბატონო თინა, თქვენ ახლა ორი ტყუილი თქვით, ერთი – თითქოს ამ სხდომის პარალელურად ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომა მიმდინარეობდა, და მეორე, გაცილებით მძიმე ტყუილი – თითქოს ხეების გადატანას შეეწირა პოლიციელის სიცოცხლე. გთხოვთ, დაასრულოთ ეს უსინდისო სპეკულაციები და ამ ტრიბუნას ნუ იყენებთ იმისთვის, რომ ასეთი მძიმე ტყუილები გააჟღეროთ.და თუკი შეგწევთ კომპეტენცია და სინდისი, ისაუბრეთ საპროცედურო საკითხთან დაკავშირებით”, – მიმართა ზაზა გაბუნიამ თინათინ ბოკუჩავას.

Comments

comments