„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიიდან ბენზინგასამართ სადგურებს აიღებენ

გმირთა მოედანზე, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიიდან, შესაძლოა, ბენზინგასამართი სადგურები აიღონ.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, პროექტის განხორციელება, რომელიც ბენზინგასამართი სადგურების გადატანას და გზის გაფართოებას გულისხმობს, უახლოეს მომავალში დაიწყება.
“გმირთა მოედანზე, „ლაგუნა ვერეს“ ჩამოსასვლელთან პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. ეს ბენზინგასამართი სადგური ზღუდავს ავტომობილების გადაადგილებას. პროექტის განხორციელება, რომელიც ბენზინგასამართი სადგურების გადატანას და გზის გაფართოებას გულისხმობს, უახლოეს მომავალში დაიწყება. დანარჩენ ადგილებზე კვლევაა საჭირო”,- განაცხადა კალაძემ.

Comments

comments