ბახტაძე პერსონალურ სახელმწიფო მანქანებს საგრძნობლად ამცირებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის სამთავრობო პროგრამაში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვნად შეიზღუდება სახელმწიფო ავტოპარკი პერსონალური ავტომანქანების საგრძნობი შემცირების ხარჯზე. პარალელურად შეიზღუდება ბიუროკრატიული ხარჯებიც.

“უწყებების ოპტიმიზაციასთან ერთად მაქსიმალურად შეიზღუდება ბიუროკრატიაზე გაწეული ხარჯებიც. ფისკალურ მაჩვენებლებში მმართველობითი ხარჯები რეალურ გამოხატულებაში კლებად ტრენდს შეინარჩუნებს, მათ შორის, შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 3,9%-ის ფარგლებში იქნება”, – ნათქვამია სახელმწიფო პროგრამაში.

იქვე აღნიშნულია, რომ გაძლიერდება ადგილობრივი თვითმმართველობა და განვითარდება ელექტრონული მმართველობა.

Comments

comments