მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება. მმართველი გუნდის წევრები “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უკვე მივიდნენ.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე პრემიერობის კანდიდატი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მთავრობის შემადგენლობას გააცნობს.

სავარაუდოდ შეხვედრას ესწრება პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

გავრცელებული ინფორმაციით, სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროების გაერთიანება იგეგმება.

ასევე შესაძლოა ერთ უწყებად ჩამოყალიბდეს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებიც.

გუშინ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ დაადასტურა, რომ ის რამდენიმე უწყების გაერთიანებას გეგმავს და ამ საკითხზე აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს.

პრიორიტეტად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მცირე ზომის, მაგრამ ოპერატიული და მოქნილი მთავრობა დაასახელა.
პარალელურად, არაოფიციალურად უკვე დადასტურებულია, რომ ბახტაძის მიერ დაკომპლექტებულ მთავრობაში საგარეო საქმეთა, ეკონომიკის და კულტურის მინისტრები გამოიცვლებიან. შესაძლოა მათ რიცხვს განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელიც დაემატოს.

Comments

comments