შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე, ვეტერანთა შორის, საქართველოს წარმომადგენლებმა 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
+100კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ზვიად წიკლაურმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში ლევან გოგინაშვილი დაამარცხა.
შესაბამისად, გოგინაშვილს ვერცხლის მედალი შეხვდა. ევროპის ჩემპიონატზე ასევე ოქროს მედლის მფლობელი გახდა გივი შარიაშვილი (-100კგ).