სად გეგმავს მერია მტკვრის მონაკვეთის გახსნასა და ორი ახალი საქალაქო პარკის მოწყობას?

თბილისში ორი ახალი პარკის მოწყობა იგეგმება.ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კერძოდ, საუბარია, დიღმის ჭალებსა და თემქის ხევზე. კალაძის განცხადებით, ამ ტერიტორიებზე პარკების მოსაწყობად შესაბამის კვლევაზე მუშაობას მერია უკვე იწყებს.

„მერია თბილისში ორი ახალი საქალაქო პარკის მოსაწყობად შესაბამის კვლევაზე მუშაობას იწყებს. კონკრეტულად ეს არის დიღმის ჭალების ტერიტორია სადაც ახალი რეკრეაციული სივრცის შექმნის მიზნით საინტერესო პროექტი განხორციელდება. მეორე ტერიტორია კი არის თემქის ხევი, რომლის გარშემოც დაახლოებით, 80 ათასი მოსახლეა და სარეკრეაციო სივრცის მოსაწყობად დიდი პოტენციალი აქვს. შესაბამისი კვლევის
მომზადებაზე მერია უკვე იწყებს მუშაობას, მათ შორის თემქის ხევში მდინარის მონაკვეთის გახსნის პოტენციალის მიმართულებით,“-აღნიშნა კალაძემ.

Comments

comments