პრემიერი და მთავრობა გადადგა

დღეს, 13 ივნისს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა. შესაბამისად გადამდგარია მთავრობის სრული შემადგენლობა. აღნიშნულის შესახებ ცნობილი, დღეს, 13 ივნისს მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე გახდა.

გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ აზრთა სხვადასხვაობა ხშირად ჰქონია პარტია “ქართული ოცნების”თავმჯდომარესთან და ყოფილ პრემიერ მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან და მიიჩნევს, რომ ახლა მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სურვილისამებრ დააკომპლექტოს მთავრობა.

ქართული მედიასაშუალებების ნაწილი 12 ივნისის დილიდან ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ იგეგმება სამთავრობო ცვლილებები. კერძოდ, შესაძლოა, პოსტი დატოვონ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. გუშინ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს მმართველი პარტიის ლიდერებმა, თუმცა მათმა ნაწილმა არ გამორიცხა ცვლილებები.

Comments

comments