მაჩალიკაშვილის მიერ სუს-ის შენობასთან თავის აფეთქების გეგმაზე გაკეთებულ განცხადებაზე გამოძიება დაიწყო

პანკისის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ სუს-თან აფეთქების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

„ნებისმიერი პირის მიერ გაკეთებული მსგავსი შინაარსის საჯარო განცხადების შემდეგ, სადაც საუბარია ტერორისტული აქტის ჩადენაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია, სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია“-აცხადებენ უწყებაში.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა 31 მაისს რუსთაველის გამზირზე აქციაზე განაცხადა, რომ მას და ასეულობით ადამიანს დაგეგმილი ჰქონდათ სუსში თავის აფეთქება, თუმცა მოგვიანებით, განმარტა, რომ აღნიშნული განცხადება ემოციურ ფონზე გააკეთა.

Comments

comments