მარნეულის მერი დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დაკავებულია.
აბაზოვი გვიან ღამით პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც, საგამოძიებო უწყებამ მისი დაკავების გადაწყვეტილება მიიღო.
მთავარ პროკურატურაში საკითხზე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.
აბაზოვის დაკავება სავარაუდოდ მარნეულში მომხდარ ფაქტს უკავშირდება. მარნეულში მოქალაქე ე.ა-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

Comments

comments