„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა უკვე დაიწყო. არსებული ინფორმაციით, უმრავლესობამ სამთავრობო ცვლილებების საკითხი უნდა განიხილოს.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ალექსანდრე ქანთარიამ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ცვლილებების დრო დგება. ამასთან, მისი ინფორმაციით, შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესწრება.

Comments

comments