ზვიად კუპრავა და კიდევ 3 პირი წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავეს

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე წვრილმანი ხულოგნობისა და პოლიციელის დაუმორჩლებლობისთვის 4 პირი დააკავეს. აქდან ერთ-ერთი აქციის ორგანიზატორი ზვიად კუპრავაა.
დაკავების ფატქს შსს-ში ადასტურებენ და აცხადებენ: “შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე წვრილმანი ხულოგნობისა და პოლიციელის კანონიერი განკარგულების დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 4 პირია დაკავებული”.

Comments

comments