თბილისში მულტიფუნქციური სპორტული ცენტრები აშენდება

თბილისში, ვარკეთილი-3-ის, 3 მ/რ, კორპ. 319-ის მიმდებარედ, 180-ე საჯარო სკოლასთან და დიდ დიღომში, სკოლა „ფესვების“ მიმდებარედ მულტიფუნქციური სპორტული ცენტრები აშენდება. სპორტული კომპლექსი უნდა მოიცავდეს 2 საცურაო აუზს – დიდსა და საშუალოს, გადახურვით (დიდი აუზი ერთ მხარეს ტრანსფორმირებადი კედლით, რომელიც სეზონურად გაიხსნება და გაერთიანდება ღია ტერასასთან), ტანვარჯიშის დარბაზს, სპორტულ მოედანს (ფეხბურთისა და კალათბურთისათვის), სპორტული ორთაბრძოლების დარბაზს, სატრენაჟორო სივრცეს, 2 ფიტნეს დარბაზს, მასაჟის ოთახებს, საუნას, კაფეს, მოსაცდელს, მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკას, საკონფერენციო დარბაზებს და ყველა საჭირო დამხმარე ფართს. თითოეულის მშენებლობისთვის მერიას 10 მილიონი ლარი აქვს გათვლილი.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებაზე მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის შედგენა მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდება 330 000 ლარი დაიხარჯება. სპორტულ კომპლექსს ვარკეთილში 18 828 კვ.მ მიწი ნაკვეთი დაეთმობა, ხოლო დიდ დიღომში 6 384 კვ.მ ფართობი.

Comments

comments