ვიდეო►ნაც.მოძრაობის გეგმები ზაალ უდუმაშვილმა შემთხვევით პირდაპირ ეთერში გააჟღერა

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ზალიკო უდუმაშვილი გორის რაიონული ორგანიზაციის აქტივს შეხვდა და კვირას დაგეგმილ საპროტესტო მიტინგის დეტალები გააცნო. პარტიის დახურულ სხდომაზე ბავშვებიც იმყოფებოდნენ.
ზაალ უდუმაშვილმა მათი მხარდამჭერები დაატრენინგა და უთხრა, რომ აქციაზე მთავარი მოთხოვნა ხელისუფლების გადადგომა უნდა ყოფილიყო. საუბრის ბოლოს უდუმაშვილმა ვიდეოკადრების გადამღებ პირს სთხოვა, რომ ის რაც ილაპარაკეს, სოციალურ ქსელში არ აეტვირთა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ფეისბუქის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, რამაც ზალიკო უდუმაშვილი დააბნია და ააღელვა.
ვიდეომასალა ინტერნეტში გავრცელდა.

Comments

comments