ანაკლიაში ახალი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „ANAKLIA ECHOWAVES“ გაიმართება

Check in Georgia 2018-ის ფარგლებში ანაკლიაში 23-26 აგვისტოს ახალი ფესტივალი ANAKLIA ECHOWAVES გაიმართება. 4-დღიანი ფესტივალი მუსიკის გარდა მოიცავს სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებს, სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო თუ კულტურულ ღონისძიებას, სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებს.

ფესტივალი ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო და პოპულარულ ფესტივალ „EXIT”-ის ქოლგის ქვეშ ჩატარდება. ფესტივალი, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ აღიარებულია როგორც დადებითი მუხტი ტურიზმის ინდუსტრიაში.

Exit ფესტივალი 2000 წელს დაარსდა და მას საფუძველი დაედო დიდი სტუდენტური მოძრაობის შედეგად, რომელიც სერბეთში დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. დაარსებიდან დღემდე Exit Festival-ის სცენაზე ისეთ არტისტებს დაუკრავთ, როგორებიც არიან: Depeche Mode, Guns N’ Roses, Massive Attack, Faithless, Arctic Monkeys, Jamiroquai, Portishead,Wu-Tang Clan, The Prodigy, Sex Pistols და სხვ.

Comments

comments