მემანქანეების გაფიცვის გამო ყველა მეტროსადგური დაკეტილია

მემანქანეების გაფიცვის გამო ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მეტროსადგურში ჩასულ მგზავრებს შემდეგი შინაარსის წარწერა დახვდათ: „მეტრო დაკეტილია, ისარგებლეთ ავტობუსებით. ავტობუსები მოგემსახურებათ უფასოდ!“ შესაბამისად, მოსახლეობას ავტობუსებით უფასოდ გადაადგილება შეუძლია.
შეგახსენებთ, მემანქანეები გუშინ გაიფიცნენ. ისინი გლდანის დეპოში არიან შეკრებილი. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მემანქანეები ხელფასების მომატებას ითხოვენ.

Comments

comments