მსოფლიო პრესა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
მოზარდების გახმაურებული მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მიუხედავად მთავარი პროკურორის გადადგომისა, მომიტინგეები აქციებს არ წყვეტენ და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ, – წერს BBC.
BBC-ის კორესპონდენტის ცნობით, ერთერთი მოკლულის მამა ზაზა სარალიძე გამოძიებას არ ენდობა და აცხადებს, რომ პროკურორები რეალურ მკვლელებს ხელს აფარებენ.
Deutsche Welle-ს ინფორმაციით, აქციაზე მისულ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მომიტინგეებმა სიტყვის გაგრძელების საშუალება არ მისცეს და მას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მოუწია.
Reuters-ის კორესპონდენტი წერს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ატასობით მომიტინგე ჯერ საქართველოს პროკურატურის შენობის წინ შეიკრიბა, ხოლო შემდეგ ლოზუნგით “ნუ მომკლავ” პარლამენტთან გადაინაცვლა და მთავრობის გადადგომა მოითხოვა.
Риа Новости-ის ინფორმაციით, პარლამენტის წინ მიტინგზე მისულ საქართველოს პრემიერს მომიტინფგეებმა ბოთლები ესროლეს და მისი გადადგომა მოითხოვეს, თუმცა, მიუხედავად ამისა კვირიკაშვილი გადადგომას არ აპირებს.