IRI: გამოკითხულთა 79% მიიჩნევს, რომ თბილისის მერი უშეცდომოდ მუშაობს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) კვლევა ჩაატარა და საზოგადოების დამოკიდებულებები გამოიკვლია პოლიტიკოსების მიმართ.

IRI – კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 79% ფირობს, რომ თბილისის მერი კახა კალაძემ პირველი ხუთი თვის განმავლობაში უშცდომოდ მუშაობს.

7% ფიქრობს, რომ თბილისის მერი საკმარის ყურადღებას არ აქცევს მოქალქეებს. 2% მიიჩნევს, რომ კახა კალაძე ვერ აგვარებს თბილისში არსებულ პრობლემებს.

გამოკითხულმა აუდიტორიამ დაასახელა ის პრობლემები, რომლებსაც თბილისის მერმა უნდა მიაქციოს ყურადღება.

გამოკითხულთა მიერ დასახელებული პრობლემების ჩამონათვალი ასეთია: უკანონო მშენებლობა – 34%, ინფრასტრუქტურა – 26%, სამუშაო ადგილები – 23%, ეკოლოგია – 23%, საზოგადოებრივი ტრანსპორტი – 21%.

კვლევა 10-22 აპრილის შუალედში ჩატარდა, გამოიკითხა საარჩევნო უფლების ხმის მქონე 1500 ადამიანი. რესპონდენტთა​ გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.

Comments

comments