14 წლის მოკრივე საბა ტყებუჩავა ევროპის ჩემპიონი გახდა

საქართველოს მოსწავლე მოკრივეთა ნაკრები გუნდის წევრი, ფოთელი საბა ტყებუჩავამ კრივში გამართულ ასაკობრივ ევროპირველობაზე უკრაინელ მეტოქეს დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა. ინფორმაციას “რეგინფო” ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ტურნირზე მეორე ადგილი დემური ქაჯაიამ (41.5 კგ) დაიკავა, 76 კგ წონით კატეგორიაში კი ბრინჯაოს მედალი გიორგი დეკანოზიშვილმა აიღო.

2004-2005 წლებში დაბადებულ მოსწავლე მოკრივეებს შორის ევროპის ჩემპიონატი ბულგარეთის ქალაქ ალბენაში გაიმართა.

Comments

comments