ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლემ ორივე დამნაშავე გაამართლა

ხორავას ქუჩის საქმეზე ამ წუთებში მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა, როგორც “მეტრონომის” ჟურნალისტი სასამართლოდან იუწყება, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ ორივე ბრალდებული მოსამართლემ გაამართლა. ამ წუთებში სასამართლოს დარბაზში დაძაბულობაა. სარალიძე და მისი მეგობრები მოსამართლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მკვლელები ეძახა.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

Comments

comments