სალომე ზურაბიშვილი მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს

სალომე ზურაბიშვილი მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს. დამოუკიდებელი დეპუტატი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

სალომე ზურაბიშვილმა გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ „პროკურატურა უნდა გაიწმინდოს“.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში მთავარ პროკურორთან საპროტესტო აქცია იმართება. შეკრებილები მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს.

Comments

comments