ვიდეო►’თქვენ მოკალით ირინა ენუქიძეც’-კობახიძემ სამადაშვილს მიკროფონი გამოურთო

“როდესაც შვილმკვდარ მამას ქუდზე კაცის გამოყვანა უწევს ქუჩაში, მთავრობა უნდა გადადგეს!”, – “ნაციონალური მოძრაობის” წევრის სალომე სამადაშვილის ამ განცხადებას, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა.
“ეს არ ეხება პროცედურას. თან გირგვლიანის მკვლელები საუბრობენ ამაზე. თქვენ მოკალით არა მხოლოდ სანდრო გირგვლიანი, არამედ ირინა ენუქიძეც!”, – მიმართა კობახიძემ სამადაშვილს.
პროკურატურასთან ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, მისი მხარდამჭერები და პოლიტიკური პარტიები არიან შეკრებილები. ზაზა სარალიძე საქმის გამოძიებას, მკვლელების დასჯას და პროკურორების გადადგომას მოითხოვს.

Comments

comments