არჩევნები რომ იყოს რომელ პარტიას მისცემდით ხმას-ქართული ოცნება – 27%,ენმ-17%,ევროპული საქართველო-7%

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) დღეს საქართველოს მოსახლეობის აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. IRI-მ მოსახლეობას დაუსვა კითხვა ამ კვირას რომ არჩევნები იყოს რომელ პარტიას მისცემდით ხმას. შედეგები ასე გადანაწილდა:

ქართული ოცნება – 27%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 17%
ევროპული საქართველო – 7%
ლეიბორისტული პარტია – 5%
პატრიიოტთა ალიანსი – 4%
დემოკრატიული მოძრაობა (ბურჯანაძე) – 3%
ახალი საქართველო – 2%
თავისუფალი დემოკრატები – 1%
გირჩი – 1%
სხვა – 0.5%
არ ვიცი/არცერთი/არ მაქვს პასუხი – 33%
IRI-მ მოსახლეობას არჩევნების შესახებ კიდევ ერთი კითხვა დაუსვა, რომელია პარტია, რომელსაც ხმას არასდროს მისცემდით? ამ კითხვაზე ყველაზე მეტმა – 27%-მა განაცხადა რომ ხმას არასდროს მისცემდა ქართულ ოცნებას.

რომელ პარტიას არ მისცემდით არასდროს ხმას?

ქართული ოცნება – 27%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 24%
დემოკრატიული მოძრაობა (ბურჯანაძე) – 10%
გირჩი – 9%
პატრიიოტთა ალიანსი – 9%
ლეიბორისტული პარტია – 8%
ევროპული საქართველო – 7%
ახალი საქართველო – 6%
რესპუბლიკელები – 5%
თავისუფალი დემოკრატები – 3%
კვლევა ჩატარებულ იქნა ბალტიის კვლევების / გელაპის ორგანიზაციის მიერ
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით.
მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოკითხულ
იქნა საარჩევნო უფლების მქონდე 1500 საქართველოს მოქალაქე. რესპოდენტთა
გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.

Comments

comments