საქართველოს უკვე ყველაფერი აქვს, რომ გახდეს ნატოს წევრი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ალიანსის კარი ღიაა ახალი წევრებისთვის და ნატო მხარს უჭერს ასპირანტი ქვეყნების და მათ შორის საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას. „საქართველოს უკვე ყველაფერი აქვს, იმისათვის, რომ ნატოს წევრი გახდეს. ნატო გააგრძელებს საქართველოს პრაქტიკულ მხარდაჭერას, ნატოს ღია კარის პოლიტიკა ერთი-ერთი მთავრი თემაა, რომელსაც ივლისში ბრიუსელში განვიხილავთ.” – განაცხადა სტოლტენბერგმა.

Comments

comments