რუსთავში პატრულმა პატრული 250 ლარით დააჯარიმა

რუსთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო პატრულმა პატრულის თანამშრომელი დააჯარიმა. ავარია 15 მაისს, დილით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი სატვირთო მანქანას დაეჯახა.

პატრულმა საპატრულო ეკიპაჟის მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით, 250 ლარით, დააჯარიმა.

შსს-ს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, საპატრულო ეკიპაჟის ავტომობილი კი უმნიშვნელოდ დაზიანდა.

Comments

comments