23-და 26 მაისის ჩათვლით, საიუბილეო მეტრომანი უფასოდ დარიგდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საიუბილეო მეტრომანი 23, 24, 25, 26 მაისს, მეტროსადგურების სალაროებში უფასოდ დარიგდება.
მან ჟურნალისტებს მეტრომანის საიუბილეო ესკიზის კონკურსში გამარჯვებული წარუდგინა.
“საიუბილეო მეტრომანის შეძენა მოქალაქეებს დღეიდან წლის ბოლომდე შეეძლებათ. 23, 24, 25, 26 მაისს კი, მეტრომანი მეტროსადგურების სალაროებში უფასოდ დარიგდება. ახალი დიზაინის ავტორმა, რეზო მელიქიშვილმა მეტრომანი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის, ხოლო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 27 წლის საიუბილეო თარიღს მიუძღვნა”,-განაცხადა კახა კალაძემ.

Comments

comments