რუსთავში კიდევ ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო

რუსთავში კიდევ ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება – მშვიდობის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო.

სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილეები – დავით კეკელიძე, გოჩა ლორია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი დავით რეხვიაშვილლი ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნენ.

პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე ასფალტ/ბეტონის საფარი დაიგება, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, ტროტუარები და ბორდიურები.

სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ჰერიო’’ ახორციელებს.
სატენდერო ხელშეკრულების პირობებით, მშვიდობის ქუჩის რეაბილიტაცია ოთხ თვეში უნდა დასრულდეს.

პროექტისთვის 1 მლნ 221 776 ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო.

პარალელურად, სანიაღვრე სისტემების, გზებისა და ეზოების საფარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ქალაქის კიდევ რამდენიმე უბანში.
გრძელდება მე-11 მიკრორაიონში სოციალური საცხოვრისის, ხოლო წმინდა ნინოს ქუჩაზე ცენტრალური პარკის ჩასასვლელში პანდუსის მოწყობა, ასევე, სხვადასხვა მისამართზე სპორტული მინი მოედნებისა და #25 საჯარო სკოლაში სპორტული დარბაზის კეთილმოწყობის სამუშაოები.

მიმდინარე წლის ბოლომდე, რუსთავში, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, 12 მლნ ლარის ღირებულების სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

Comments

comments